ალტე უნივერსიტეტი

კურსდამთავრებულთა კლუბები

ალტე უნივერსიტეტი მაქსიმალურად არის ორიენტირებული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების განვითარებასა და წარმატებაზე.

ალტე უნივერსიტეტი თითოეულ სტუდენტს უნივერსიტეტის დასრულების შემდეგაც აძლევს რეალურ შესაძლებლობას საკუთარი იდეები და მიზნები რეალობად აქციონ. სწორედ ამიტომ, ალტე უნივერსიტეტი მათ სურვილებსა და ინიციატივებზე მორგებულ სხვადასხვა მიმართულების: სპორტულ, კულტურულ თუ შემეცნებით კლუბს სთავაზობს, სადაც უკვე კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა საერთო ინტერესების ირგვლივ გაერთიანდნენ და შექმნან თემატური კლუბები. ყოველივე ეს თითოეულ კურსდამთავრებულს მისცემს საშუალებას განვითარდნენ და მიიღონ მეტი პრაქტიკული გამოცდილება, რაც მათ კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანს გახდის დასაქმების ბაზარზე.

კლუბების შექმნის შესაძლებლობა აქვს თითოეულ კურსდამთავრებულს, ამისათვის აუცილებელია იდეის წარდგენა.
კურსდამთავრებულებმა იდეა კლუბის შექმნის შესახებ უნდა გადააგზავნონ შემდეგ ელ:ფოსტაზე : 
studentservices@alte.edu.ge
კურსდამთავრებულთა კლუბები