ალტე უნივერსიტეტი

სამაგისტრო პროგრამაზე მიღება


2022 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველები შეირჩევიან მხოლოდ ერთი ტიპის ტესტით. ტესტი კვლავ შედგენილი იქნება 4 ნაწილისგან: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა. დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით საერთო სამაგისტრო გამოცდის გზამკვლევს.


სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანს, რომელიც საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავს საგამოცდო ტესტის 4 ნაწილიდან რომელიმე 3-ში მაინც. ამასთან, ალტე უნივერსიტეტი არ აწესებს კომპეტენციის უფრო მაღალ ზღვარს ტესტის რომელიმე ნაწილში და არ განსაზღვრავს კონკრეტულად რომელ 3 ნაწილში უნდა იქნეს გადალახული ზღვარი.


გასათვალისწინებელია, რომ სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის წინაპირობას წარმოადგენს სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის ქონა.


ალტე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღება (ადმინისტრაციული რეგისტრაცია) იწარმოება 22 აგვისტოდან 16 სექტემბრამდე, ორ ეტაპად:

  • პირველი ეტაპი: 22 აგვისტო - 5 სექტემბერი
  • მეორე ეტაპი: 9 - 16 სექტემბერი


მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა საერთო სამაგისტრო გამოცდა, უნივერსიტეტს მიმართავს განცხადებით ჩარიცხვის თაობაზე და წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტებს:


  • განცხადება ჩარიცხვის თაობაზე (იხილეთ თანდართული ფაილი)
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • ავტობიოგრაფია (CV)
  • ფერადი ფოტოსურათი 1 ცალი, ზომით 3 X 4 ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია დისკზე
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)
  • დიპლომის ასლი დამოწმებული ნოტარიულად
  • დიპლომის დანართი (ასლი)
  • საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების ამონაწერი


ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების, ბიზნეს ადმინისტრირების და სამართლის სამაგისტრო პროგრამებზე ჩასაბარებლად, აუცილებელია კანდიდატმა წარმატებით გაიაროს გასაუბრება კომისიის წევრებთან, პროფესიული ცოდნისა და ინგლისური ენის ცოდნის (B2 დონე) დასადასტურებლად.


აბუთების მიღება მიმდინარეობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-18:00 სთ) შემდეგ მისამართზე: უნივერსიტეტის ქ. #2 (ალტე უნივერსიტეტის კამპუსი). ასევე, შეგიძლიათ დოკუმენტები გადმოგზავნოთ მითითებულ ელ. ფოსტაზე: masters@alte.edu.ge.

ჩვენი პროგრამები

ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა (MBA)

სამართალი (MA)

ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოება