ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლაში უცხოელ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ სტომატოლოგიისა და მედიცინის პროგრამების მიმართულებით, სადაც თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას.
მედიცინის პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 6 წელს, ხოლო სტომატოლოგიური პროგრამის ხანგრძლივობა მოიცავს ხუთ წელს.
პროგრამებზე სწავლების ენა არის ინგლისური
იმისათვის, რომ საერთაშორისო სტუდენტმა შეძლოს ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლაში სწავლა საჭიროა:
- აპლიკაციის ფორმის შევსება
- დოკუმენტაციის წარდგენა: სკოლის ატესტატი,ნიშნების ფურცელი.
- გასაუბრების წარმატებით გავლა
- საქართველოს ხარისხის ცენტრის მიერ საბუთების აღიარება
- ჩარიცხვა
- სწავლის საფასურის გადახდა.