ალტე უნივერსიტეტი

მობილობის წესები

2022 - 2023  სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის გარე მობილობა  ალტე უნივერსიტეტში იწყება.


2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის გარე მობილობისთვის ალტე უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველმა სტუდენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ელექტრონულ პორტალზე - https://students.emis.ge/superphoto.jpg. რეგისტრაციის დროს უნივერსიტეტის ჩამონათვალში პირველ ადგილზე უნდა მიუთითოთ ალტე უნივერსიტეტი. 


გარე მობილობის რეგისტრაციის ვადა: 2023 წლის 30 იანვრის 12:00 საათიდან - 8 თებერვლის 18:00 საათამდე.


სტუდენტებმა, რომლებიც მოიპოვებენ ალტე უნივერსიტეტში გადმოსვლის უფლებას, განაცხადით უნდა მოგვმართონ 10 თებერვლიდან 13 თებერვლის ჩათვლით.


განაცხადის წარდგენა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ისე ელექტრონული ფორმით, შემდეგ ელ.მისამართზე: n.chanturia@alte.edu.ge


მობილობის მსურველი სტუდენტი გაეცნობა კრედიტების აღიარების შესახებ მომზადებულ დასკვნას და ხელმოწერით დაადასტურებს თანხმობას ალტე უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე.      


ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტებია:


  • განცხადება უნივერსიტეტის პრეზიდენტის სახელზე (გთხოვთ იხ.დანართი გვერდის ბოლოს)
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • ატესტატი / დიპლომი (ასლი)
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი
  • მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების ასლი
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
  • წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)


ჩარიცხვის შემდეგ წარსადგენი დოკუმენტები:


  • ატესტატი (დედანი) / დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
  • 2 ცალი ფოტოსურათი 3X4


პროგრამები და მისაღები ადგილები:



საბაკალავრო და ერთსაფეხურიანი სამედიცინო პროგრამა

პროგრამის დასახელება

ადგილები

პროგრამის სტანდარტული ფასი

ბიზნესის ადმინისტრირება

50

2250

საერთაშორისო ურთიერთობები

50

2250

ტურიზმი

50

2250

სამართალი

50

2250

მედიცინა (ინგლისურენოვანი)

50

4950

ფსიქოლოგია50           2250
სტომატოლოგია (ინგლისურენოვანი)504450

სამაგისტრო პროგრამები


პროგრამის დასახელება

ადგილები

პროგრამის სტანდარტული ფასი

ბიზნესის ადმინისტრირება

50

2900

სამართალი

50

2900

ეროვნული და საერთაშორისო
უსაფრთხოება

50

4500