ალტე უნივერსიტეტში ხორციელდება სამაგისტრო პროგრამები სამართლის, ბიზნეს ადმინისტრირებისა და ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით.
ალტე უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტთა საფუძვლიანი თეორიული ცოდნით აღჭურვისა და პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე.
ამის დასტურია უნივერსიტეტში მოქმედი იმიტირებული სასამართლო დარბაზი, სადაც სტუდენტები იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას.
ასევე, მოქმედებს სამართლისა და ეკონომიკის ცენტრი, რომელიც ორიენტირებულია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებზე. ამასთან, სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა სხვადასხვა ორგანიზაციასთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე პრაქტიკული ცოდნა გაიღრმაოს; უნივერსიტეტში ყველა პირობაა შექმნილი, რათა სტუდენტები სრულყოფილად დაეუფლონ იურიდიულ განათლებას და მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების ოპტიმალური რეალიზაცია, რაშიც თქვენ ხელს შეგიწყობთ გამოიმუშაოთ კრიტიკული აზროვნება, ანალიტიკური უნარი, პრობლემის გადაწყვეტის სხვადასხვა გზები და რაც მთავარია დაგხვდებათ ის გარემო, რაც მნიშვნელოვანია სტუდენტის თავისუფალი განვითარებისათვის.
ბიზნესის სამაგისტრო პროგრამას რაც შეეხება, ორიენტირებულია პრაქტიკის კომპონენტის გაღრმავებაზე და პროფესიული უნარ-ჩვევების განმავითარებელი სწავლის მეთოდების გამოყენებაზე. აღსანიშნავია, რომ სტუდენტები პროფესიულ პრაქტიკას გადიან კვალიფიციური სპეციალისტების ხელმძღვანელობით, სხვადასხვა საჯარო და კერძო სტრუქტურებში, რომლებიც შემდეგ მათი პოტენციური დამსაქმებლები არიან.
ჩვენი სტუდენტები ცოდნასა და გამოცდილებას იღებენ დასავლეთის უნივერსიტეტებში არსებული ანალოგიური პროგრამების გაზიარებით და ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტებიდან მოწვეული უცხოელი პროფესორებისაგან.
პროგრამის ძლიერი მხარეა კვლევაზე დაფუძნებული სწავლება, მოწინავე საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარება, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა მობილობის ხელშეწყობა.
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სამაგისტრო პროგრამას წარმოადგენს ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოება. აღნიშნული პროგრამა თავისი შინაარსით უნიკალურია.
ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის მიზანია, უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ისეთი მაღალკვალიფიციური მკვლევრების, ანალიტიკოსებისა და შემმუშავებლების მომზადება, რომელთაც, შესაბამისი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი ასპექტების გათვალისწინებით, შეეძლებათ ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების კონკრეტული პრობლემების ადეკვატური შეფასება-ანალიზი და მათი გადაჭრის ოპტიმალური გზების დასახვა.
აღნიშნული პროგრამა ორიენტირებულია უსაფრთხოების თეორიებსა და ძირითად კონცეფციებთან დაკავშირებით სტუდენტებისათვის ფუნდამენტური ცოდნის მიცემასთან ერთად უსაფრთხოების როგორც ხისტი, ასევე ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ასპექტების სწავლებაზე.