Alte University

„ალტე უნივერსიტეტი“ და “Business Insider Georgia” ფინანსური განათლებისა და კვლევების მიმართულებით თანამშრომლობას იწყებენ

“Business InsiderGeorgia”-სა და „ალტე უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა რამაზ კუკულაძემ და„Business Insider Georgia“-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა.

მემორანდუმი ითვალისწინებს ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების გაღრმავებისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობი აქტივობების ინიცირებას, რომელიც მოიცავს სხვადასხვა საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტის, კონფერენციის, ვორქშოფის, სემინარის, ტრენინგისა და დისკუსიის ერთობლივად დაგეგმვა-განხორციელებას, მათ შორის ერთობლივი საგანმანათლებლო პროდუქტების შემუშავებას.

თანამშრომლობის ფარგლებში „Business Insider Georgia” უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტების სტაჟირებასა და დასაქმებას, განსაკუთრებით ფინანსური განათლებისა და“Insider Weekend”-ის მიმართულებით. ამავდროულად, „Business Insider Georgia”-ს ახალი მიმართულების  „Business Intelligence& Analytics“ ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი პროექტების განხორციელება ბიზნესის, ეკონომიკის, განათლების კვლევების მიმართულებით. შესაბამისად,გათვალისწინებულია ერთობლივ პროექტებში  უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ჩართულობაც.

04 / 09 / 23
< Previous Next >

All News

მედიცინის პროგრამის სტუდენტების რეგისტრაცია იწყება.

მედიცინის პროგრამის სტუდენტების რეგისტრაცია იწყება.

*ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ჩამოთვლილი საბუთების ორიგინალი ვერსიები უნდა წარმოადგინოთ ალტე უნივერსიტეტში 16 ოქტო...

Read More
სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის აკადემიური თანამდებობების კონკურსის შედეგები 2023

სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის აკადემიური თანამდებობების კონკურსის შედეგები 2023

ალტე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის აკადემიური კონკურსის შედეგები ცნობილია.აკადემიური თანამდე...

Read More
„ალტე უნივერსიტეტი“ და “Business Insider Georgia” ფინანსური განათლებისა და კვლევების მიმართულებით თანამშრომლობას იწყებენ

„ალტე უნივერსიტეტი“ და “Business Insider Georgia” ფინანსური განათლებისა და კვლევების მიმართულებით თანამშრომლობას იწყებენ

“Business InsiderGeorgia”-სა და „ალტე უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწ...

Read More