Alte University

Undergraduate program admission

ალტე უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე სტუდენტი ირიცხება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესის შესაბამისად. აბიტურიენტი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს, რეგისტრაციას გაივლის ალტე უნივერსიტეტის პორტალზე, რომლის ბმულსაც პირადი ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებთ 11 სექტემბრის 12:00 საათიდან.

ადმინისტრაციული რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: 

https://alte1.ini.ge/online-register/bachelor


ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადა:

პირველსემესტრელებისთვის:

  • ადმინისტრაციული რეგისტრაცია (დოკუმენტაციის ატვირთვა; სწავლის საფასურის დაფარვა სტუდენტის ინდივიდუალური გრაფიკის შესაბამისად): 11-15 სექტემბერი.

    *სწავლის საფასურის გადახდის გრაფიკს ირჩევს სტუდენტი ინდივიდუალურად ადმინისტრაციული რეგისტრაციის დროს.

    *სწავლის საფასურის გადახდის ბოლო ვადა მითითებულია თითოეული სტუდენტის გვერდზე ინდივიდუალურად. (აქ რომ წავიდეს ფინანსების ლინკი)

    * გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ 11 სექტემბერს, ონლაინ რეგისტრაცია დაიწყება 12:00 სთ-იდან.

    Შენიშვნა: არასრულწლოვანი აბიტურიენტის შემთხვევაში, ადმინისტრაციული რეგისტრაცია ხორციელდება ალტე უნივერსიტეტში მშობლის ან კანონიერი მეურვის თანმხლებით, იგივე ვადაში (11-15 სექტემბერი)

მეორე და მაღალი სემესტრელებისთვის:

  • ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის საფასურის დაფარვა სტუდენტის ინდივიდუალური გრაფიკის შესაბამისად): 11-15 სექტემბერი;
  • აკადემიური რეგისტრაცია (საგნების არჩევა):18 – 22 სექტემბერი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მედიცინის ქართულ და ინგლისურენოვან პროგრამებსა და სტომატოლოგიისინგლისურენოვან პროგრამაზე პირველკურსელთა ადმინისტრაციული რეგისტრაციის თარიღებია:2 – 6 ოქტომბერი, რომელთან დაკავშირებითაც მობილურის ნომერზე მიიღებთ SMS შეტყობინებას2 ოქტომბერს 12:00 საათიდან.

არასრულწლოვანი აბიტურიენტის შემთხვევაში, ადმინისტრაციული რეგისტრაციახორციელდება ალტე უნივერსიტეტში მშობლის ან კანონიერი მეურვის თანხლებით, იგივე ვადაში(2-6 ოქტომბერი).

აკადემიური რეგისტრაციის თარიღებია: 9-13 ოქტომბერი;

რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება (ატვირთულია უნივერსიტეტის პორტალზე)
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • საშუალო სკოლის დამთავრების ატესტატი (დედანი) ან პროფესიული განათლების დიპლომი (დედანი)
  • ფოტო-სურათი (3x4)
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის) არასრულწლოვანი პირველკურსელის შემთხვევაში, მშობლის პირადობის მოწმობა ან მეურვის პირადობის მოწმობა.

აბიტურიენტმა ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის განსაზღვრულ ვადებში. სხვა შემთხვევაში, ის ვერ მოხვდება პრეზიდენტისბრძანებაში და ვერ მოიპოვებს სტუდენტის სტატუსს. აღნიშნული სტატუსის მოსაპოვებლადაბიტურიენტმა უნივერსიტეტს უნდა მიმართოს განაცხადით პრეზიდენტის ერთიანი აქტის გამოცემიდან მომდევნო წლის ივნისამდე.

გაითვალისწინეთამ გზით აბიტურიენტის ჩარიცხვა გამორიცხავს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების შესაძლებლობას.

გაეცანით სწავლის საფასურის გადახდის წესს.

List Of Our Programs

Business Administration Program

Dentistry (English)

Medical Doctor (English)

psychology

International Relations

Tourism Management Undergraduate Program

Computer Science (Georgian)

Computer Science (English)

Medical Doctor (Georgian)